fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს – 1.200 ახალი თანამშრომელი გაძლიერებული დაცვისთვის

საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში საზღვრების გაძლიერების მიზნით დაცვის 1.200 ახალი თანამშრომელი დაიქირავეს. 400 ოფიცერი იმუშავებს მდინარე ევროსთან, 500 მათგანი განსაზღვრულია თავშესაფრის სერვისებისთვის, რომლებიც კუნძულებზეა განლაგებული, ხოლო დანარჩენები იმუშავებენ სასაზღვრო ზოლებსა და ცხელ წერტილებში, საიდანაც საბერძნეთს ყველაზე მეტი იმიგრანტი აწყდება.

როგორც სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდისმა, კირიაკოს მიცოტაკის მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ქვეყანა მიგრაციის პოლიტიკის საკითზე განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს და აირჩიეს განსხვავებული, მკაცრი მიდგომები.

“ეს არის ის, რაც ეფექტურ მენეჯმენტსა და პასუხისმგებლობას გულისხმობს. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ბერძენ ხალხს დავპირდით და რაც მათ ცხოვრებას უკეთესს გახდის, პარალელურად კი, საბერძნეთს განავითარებს. თავშესაფრის აღებასთან დაკავშირებული კანონი ამიერიდან ბევრად მკაცრი იქნება. რაც შეეხება საზღვრებს, მათზე კონტროლიც გამკაცრდება და მოეწყობა  იმიგრანტთა ცენტრები, სადაც ისინი განთავსდებიან, ვისაც “ასილო” არ ეკუთვნის და უკან უნდა დაბრუნდეს,” განაცხადა მიცოტაკიმ.

 

onalem

ტესტ