fbpx
კრიმინალი

შეიარაღებული ძარცვა კიფსელზე: მძიმედ არის დაშავებული მაღაზიის მფლობელი

შეიარაღებული ძარცვა კიფსელის N20-ში დღეს, დილის საათებში მოხდა. ორი უცნობი პირი საიუველირო მაღაზიაში შეიჭრა, თუმცა, ვერაფერი წაიღეს, საკუთარი დანაშაული კი, კიდევ უფრო დაამძიმეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 09:30 საათზე, ისინი მაღაზიაში იარაღით შეიჭრნენ, სადაც მეპატრონე დახვდათ და ცხადია, წინააღმდეგობა გაუწია. დამნაშავეებმა მამაკაცს თავში იარაღი ჩაარტყეს, რის შედეგადაც ის სერიოზულად დაშავდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

მათდა სამწუხაროდ, მაღაზიიდან ვერაფრის წაღება ვერ შეძლეს და იქიდან სწრაფად გაიქცნენ.

მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

onalem

ტესტ