fbpx
კრიმინალი

საბერძნეთში საქურდლად ჩამოსული ცოლ-ქმარი ათენის აეროპორტში დააპატიმრეს

როგორც ჩანს, წყვილს საბერძნეთში დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ საბერძნეთის პოლიციამ მათ საქმიანობას მალევე მოუღო ბოლო. ათენის საერთაშორისო აეროპორტში ცოლ-ქმარი, რომელიც ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი, ქურდობების ბრალდებით დააკავეს. ისინი მგზავრებს ძარცვავდნენ და ბოლო პერიოდში პოლიციაში შესული ოთხი საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ცნობილი გახდა, ისინი ჩილედან არიან და მგზავრებისგან საკმაოდ დიდი “ნადავლი” ჰქონდათ მოპარული. ისინი აცლიდნენ საფულეებს, ტელეფონებს, სათვალეებს და ჩანთებს. ათენის აეროპორტი კი მოქმედების ადგილად ჰქონდათ შერჩეული.

პოლიციამ მათი დაკავების შემდეგ ამოიღო სხვადასხვა ქვეყნის ბანკნოტები, ხუთი წყვილი ძვირადღირებული სათვალე, სამი საფულე, ოთხი მობილური, ყალბი საბუთები, ორი ჩანთა და იარაღიც კი.

ცოლ-ქმარი ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის იძებნება მათი კიდევ ორი თანამზრახველი.

onalem

ტესტ