fbpx
კრიმინალი

პეტრალონა: 21 წლის ბერძენი ამბობს, რომ საკუთარი ნათლია მოკლა და გვამი ნაგავში ჩააგდო

ამ დროისთვის პოლიცია გვამის პოვნას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი პეტრალონაში მოხდა. პოლიცია 21 წლის ახალგაზრდის სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც მისი 50 წლის ნათლიის მეგობრებმა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ განაცხადეს.

ისინი ამბობდნენ, რომ 50 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის მანძილზე იმ კაფეში აღარ გამოჩენილა, სადაც ჩვეულებრივ იკრიბებოდნენ ხოლმე. მათ იცოდნენ, რომ ის დროებით თავის 21 წლის ნათლულთან ერთად ცხოვრობდა და პოლიციას სწორედ მისი სახლის მისამართი მისცეს.

ოფიცრების ადგილზე გამოჩენისთანავე 21 წლის ბერძენმა დანაშაული აღიარა, თქვა, რომ საკუთარი ნათლია მოკლა და შემდეგ გვამი ნაგავში ჩააგდო.

მიმდინარეობს გვამის ძებნის სამუშაოები, მაგრამ პოლიციამ ამ დრომდე ვერაფერს მიაგნო.

 

 

onalem

ტესტ