fbpx
კრიმინალი

პეტრალონა: კამერებმა დააფიქსირეს, როგორ აგდებს 21 წლის მამაკაცი გვამს ნაგავში

პეტრალონაში დაკავებული 21 წლის მამაკაცი აცხადებს, რომ საკუთარი ნათლიის გვამი დაანაწევრა. ამჟამად ის ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშაა, რათა დადგინდეს, თუ რა მდგომარეობაშია მისი ფსიქიკა და რა ვითარებაში ჩაიდინა სასტიკი დანაშაული.

მისი აღიარების თანახმად საკუთარი 50 წლის (ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით 52 წლის) ნათლია მოკლა, მისი გვამი დაანაწევრა და შემდეგ ნაგვის ურნაში ჩააგდო. ეს ყველაფერი კი პარასკევს დილის საათებში მოხდა.

პოლიცია იუწყება, რომ არსებობს ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც მისი ქმედებები ჩანს, თუ როგორ მივიდა ის ურნასთან და შიგნით რაღაც ჩააგდო, როგორც ირკვევა, მოკლულის გვამი.

ნათლია და ნათლული ბოლო პერიოდში ერთად ცხოვრობდნენ. 21 წლის მამაკაცის სახლის ოთახებში აღმოჩენილია სისხლი. მას სისხლიანი ჰქონდა საბნები და საკუთარი ხელებიც კი, დაკავების მომენტში.

მან მკვლელობის იარაღად, სავარაუდოდ, დანა გამოიყენა. ვერც დანის და ვერც ცხედრის ნაწილების პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

onalem

ტესტ