fbpx
საზოგადოება

კლიმატური ფენომენი “ზინოვია” და -13 გრადუსი საბერძნეთში

კლიმატური ფენომენი “ზინოვია” საბერძნეთში აქტიურ ფაზაშია. ათენში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და მთიან რეგიონებში მოთოვა კიდეც.

ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ტემპერატურა 0-ს ჩამოსცდა და გთავაზობთ იმ რეგიონებს, სადაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება:

მეცოვო (ანილიო) -10.1 გრადუსი

იმათია (აგიო პავლოს) -8.6 გრადუსი

კოზანი (კილადა) -7.1 გრადუსი

იოანინა (პლიკატი) -6.9 გრადუსი

დრამა (პარანესტი) -6.6 გრადუსი.

რაც შეეხება უფრო მაღალმთიან რაიონებსა და სათხილამურო კურორტებს, ვითარება შემდეგია:

კაიმაკცალანის კურორტი -13.3 გრადუსი

სელი -11.1 გრადუსი

პარნასო -9.4 გრადუსი (ზღვის დონიდან 1.950 მეტრზე).

onalem

ტესტ