fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: გარდაცვლილი ქალის შვილებმა მისი ორგანოები ავადმყოფებს მისცეს

უანგარო სიკეთე და სულგრძელობა – სხვა რა შეიძლება ეწოდოს გადაწყვეტილებას, რომელიც გარდაცვლილი ქალის, დორა საფის შვილებმა და ქმარმა მიიღეს. ქალი მოულოდნელად, ადრეულ ასაკში დაიღუპა, რაც ოჯახისთვის, ცხადია, უმძიმესი ტკივილი აღმოჩნდა. მაგრამ ყველაფერი ასე არ დასრულებულა.

როგორც ათენის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, დორას შვილები და მისი მეუღლე დათანხმდნენ, რომ ქალის ორგანოები სხვა ავადმყოფებისთვის მიეცათ, რითიც მათ რამდენიმე სიცოცხლე გადაარჩინეს და თითქოს დედა, მათში გააცოცხლეს. ფილტვები გუშინვე გადაიგზავნა გერმანიაში, ხოლო ღვიძლი და თირკმელები დღეს დილით ათენში, ალექსის ციპრას თვითმფრინავით ჩამოიტანეს.

ოჯახი აცხადებს, რომ ეს ორგანოების დონაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად გააკეთეს. საჭიროა, უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს, რომ ამ გზით სხვების სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება და უკან არ უნდა დაიხიონ.

დორა საფი კუნძულ სამოსზე დღეს შუადღისით დაკრძალეს.

onalem

ტესტ