fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

300 ევროიანი ჯარიმა მამაკაცს, რომელმაც საავადმყოფოში სისხლი ჩააბარა და სახლში ბრუნდებოდა

ტელეკომპანია ANT-ის საშუალებით ცნობილი გახდა ინციდენტის შესახებ, რომელიც საავადმყოფოდან მომავალ მამაკაცს შეემთხვა. ირკვევა, რომ ახალგაზრდამ ნიკეას საავადმყოფოში სისხლი ჩააბარა და სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ტროლეიბუსი, რომელშიც იჯდა, პოლიციამ გააჩერა და ხალხს დაბლა ჩამოსვლა სთხოვა.

“ჩამოვედი და ოფიცრებს ვაჩვენე ჩემი პირადობის მოწმობაც, SMS-იც, რომელიც გაგზავნილი მქონდა და ასევე, სახვევი, რომელიც სისხლის გადასხმის დასრულების შემდეგ გამიკეთეს.

ამ ყველაფრის შემოწმების დროს, შენიშნეს, რომ პირბადეზე მეწერა “დაფარულ პირებსაც აქვთ ხმა” და სწორედ ამან გააბრაზა პოლიციელები. დაიწყეს ფიზიკური ჩხრეკა, შემიმოწმეს ჩანთა, ცხადია, არ ეკეთათ ხელთათმანები. ხელი ჩაყვეს ჩემს სიგარეტშიც კი, ისევ, ხელთათმანის გარეშე.

ცხადია, ჯარიმა გამომიწერეს და 1 საათის მანძილზე სახლში არ მიშვებდნენ. გამოირჩეოდნენ ირონიით. მოგეხსენებათ, რომ სისხლის ჩაბარების შემდეგ, ადამიანს სჭირდება დასვენება, მე კი ფეხზე მდგომს, უმიზეზოდ მაცდევინებდნენ. ამავე დროს, არაფერზე მპასუხობდნენ და არ მიხსნიდნენ, რისთვის ხდებოდა ეს ყველაფერი.

მოგვიანებით საავადმყოფოში წავედი და სისხლის დონაციის განყოფილების დირექტორს გავესაუბრე. მან დარეკა, მაგრამ ჯარიმა არ გამიუქმეს,” ჰყვება მამაკაცი.

 

onalem

ტესტ