fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! მაღაზიები არ იხსნება, რჩება SMS, იცვლება გადაადგილების აკრძალვის საათები

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არ გაიხსნება მაღაზიები, ძალაში რჩება SMS-ით გადაადგილება და იცვლება გადაადგილების სრული აკრძალვის საათები. ასევე, არ იხსნება რესტორნები, კაფე-ბარები და ტავერნები.

კერძოდ, 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, გადაადგილება იკრძალება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე, ნაცვლად 21:00 საათისა. ცხადია, გამონაკლისია შინაური ცხოველის გასეირნებისა და ჯანმრთელობის მიზეზით გადაადგილების შემთხვევები. ასევე, სამსახურეობრივი მიზეზით გადაადგილება, რომელიც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტით.

ასევე, არ იხსნება მაღაზიები და მათ უფლება ექნებათ იმუშაონ მხოლოდ და მხოლოდ Click Away-ს მეთოდით, ანუ მომხმარებლებმა ტელეფონით ან ინტერნეტის საშუალებით უნდა შეუკვეთონ პროდუქტი, შემდეგ მივიდნენ მაღაზიასთან, კონკრეტულად დანიშნულ დროს და გადაეცემათ შეკვეთა. კლიენტებს არ აქვთ უფლება შევიდნენ მაღაზიის ტერიტორიაზე.

მაღაზიაში შეკვეთის წამოსაღებად წასვლისთვის გავზავნით SMS-ს ციფრით 2 და ზოგადად, SMS-ის საშუალებით გადაადგილება საბერძნეთში კვლავ ძალაში რჩება.

მაღაზიები Click Away-ს გზით ვაჭრობას დაიწყებენ 13 დეკემბრიდან ანუ კვირა დღიდან.

 

 

 

 

onalem

ტესტ