fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი რაოდენობის ზარები სტილისტებთან – საბერძნეთში სილამაზის სალონები იხსნება

მთავრობის სპიკერის, სტელიოს პეცას განცხადებით, ორშაბათიდან, 14 დეკემბრიდან, მთელი საბერძნეთის მასშტაბით სილამაზის სალონები და წიგნების მაღაზიები გაიხსნება.

კერძოდ, მათი სამუშაო საათები იქნება დილის 07:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე და მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები.

სილამაზის სალონებში სტუმრობა უნდა მოხდეს წინასწარ დანიშნული ვიზიტის ფარგლებში და არავითარ შემთხვევაში პირდაპირ მისვლით, რათა თავიდან იქნას არიდებული ხალხის შეკრება.

წიგნების მაღაზიებმაც, შესაბამისად, უნდა დაცვან წესები და აკონტროლონ კლიენტთა რაოდენობა, ფართობის შესაბამისად.

ირკვევა, რომ სტილისტებთან ზარები დღეს დილის 11:00 საათიდან დაიწყო, როდესაც სტელიოს პეცას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული საგანგებო გამოსვლა. მოსახლეობის ნაწილისთვის თმის მოწესრიგება კარანტინის პერიოდში უდიდეს პრობლემას წარმოადგენს და ფაქტობრივად, მეორდება ის სურათი, რაც გასული კარანტინის დროს ფიქსირდებოდა.

 

onalem

ტესტ