fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

ფულადი დახმარება 300.000 ადამიანს საბერძნეთში OAED-ისგან: ვინ რამდენს მიიღებს თებერვლიდან?!

ბერძნული ორგანიზაცია OAED ავრცელებს კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რამდენით იზრდება თანხა, რომელსაც საბერძნეთში უმუშევარი მოსახლეობა თებერვლიდან მიიღებს. გარდა ამისა, ცნობილია იმ თანხების შესახებაც, რომლებსაც სხვადასხვა დასაქმებული პირები სეზონურად იღებენ.

აღნიშნული ცვლილებები საბერძნეთში ალექსის ციპრას მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გატარდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 650 ევრომდე გაიზარდა.

კერძოდ:

  1. უმუშევრები, ნაცვლად 360 ევროსი, მიიღებენ 399.25 ევროს.
  2. სეზონური დახმარება მშენებლებისთვის – 678.06 ევროდან გაიზარდა  752.21 ევრომდე.
  3. სპეციალური სეზონური დახმარება (Σμυριδεργάτη) – 916.3 ევროდან 1016.50-მდე.
  4. სპეციალური სეზონური დახმარება გემთმშენებლებს, თამბაქოს წარმოებაში დასაქმებულ მუშებს და ა.შ. – 641,41 ევროდან 711,55 ევრომდე.
  5. სპეციალური დახმარება, რომელსაც იღებენ მუსიკოსები, მსახიობები, მომღერლები და ტურისტულ სფეროში დასაქმებულები – 458,15 ევროდან 508,25-მდე.
  6. უმუშევრობის შესახებ განცხადების შეტანიდან სამ თვეში აიღებთ, 216 ევროს ნაცვლად, 139,55 ევროს.
  7. მშობიარობასთან დაკავშირებული სპეციალური სარგებელი –  586.06 ევროდან 650 ევრომდე გაიზარდა.
  8. კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული სპეციალური სარგებელი გაიზარდა 216 ევროდან 139 ევრომდე.

    თითოეული ბენეფიციარი, რომელიც რომელიმე კატეგორიას ეკუთვნის, თანხას თებერვლის ბოლოს გაზრდილი რაოდენობით მიიღებს.

onalem

ტესტ