fbpx
საზოგადოება

სეისმოლოგების გაფრთხილება: “ათენში ჩამონგრევის რისკის ქვეშ მყოფი 1.400 სახლია”

ათენში, კერძოდ კი გაზიში მომხდარმა შემთხვევამ, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. წინ წამოიწია თემა, რომელიც ათენში მდებარე მიტოვებულ სახლებს ეხება. სეისმოლოგების თქმით, ისინი ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს. გაზიში სახლის ჩამონგრევამდე, რომლის შედეგადაც ორი მანქანა განადგურდა, მიტოვებული შენობა ჩამოინგრა პნიკაში, რომლიც მეპატრონეც კეფალონიაზე ცხოვრობს და ამის შესახებ არც კი იცოდა.

ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, სეისმოლოგები ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

სახლების რიცხვი, რომელიც უდიდესი რისკის ქვეშ დგას, ათენში 1.400-ია, რაც საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელია.

 

onalem

ტესტ