fbpx
კრიმინალი

სინდაღმაზე მდებარე ბინიდან 80 წლის კაცს ნახევარი მილიონი ევრო მოპარეს

ათენის ცენტრში მომხდარი ძარცვის შემსრულებლებს უზარმაზარი რაოდენობის თანხა შერჩათ. 80 წლის მამაკაცმა პოლიციაში შოკისმომგვრელი საჩივრით დარეკა.

კერძოდ, სინდაღმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან, სადაც 80 წლის მამაკაცი ცხოვრობს, 500.000 ევრო, ანუ ნახევარი მილიონი მოიპარეს. ამის შესახებ კი ის თავად იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილი სამოქალაქო ინჟინერია და თანხას წლების მანძილზე აგროვებდა.

ის ამბობს, რომ სახლში უცნობები შეიჭრნენ და ძალის გამოყენებით გატეხეს სიეფი. სახლი ადრე როგორც ოფისი ისე გამოიყენებოდა.

პოლიცია დამნაშავეთა იდენტიფიცირებას ცდილობს. მოწმდება კამერები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავლად არის დამონტაჟებული.

 

onalem

ტესტ