fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ლამიას გზაზე მიმავალმა მოტოციკლის მძღოლმა გონება დაკარგა (ფოტოები შემთხვევის ადგილიდან)

72 წლის მამაკაცს, რომელის მოტოციკლს მართავდა, ნამდვილად ბედმა გაუღიმა და საშინელ ავარიას გადაურჩა.

მამაკაცმა გზაზე თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა, მოტოციკლის მართვა ვეღარ შეძლო და მიწაზე დავარდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, პარალელურად კი გზაზე სხვა მანქანებიც მოძრაობდნენ.

საბედნიეროდ, ის მიმდებარე მაღაზიების პერსონალმა შენიშნა და დასახმარებლად სწრაფად მივიდნენ. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანაც და ლამიას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევას საგზაო დეპარტამენტი იძიებს.


onalem

ტესტ