fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ციხიდან გაათავისუფლეს პედოფილი, ნიკოს სირაგაკისი, რომელსაც 401 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

საბერძნეთში მართლმსაჯულება საკმაოდ უცნაურად მოქმედებს და ისტორიაში ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. ერთ-ერთი ასეთია დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცნობილი პედოფილი, ნიკოს სირაგაკისი, რომელსაც თავისუფლების 401 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, უკვე 1 კვირაა თავისუფალია.

სირაგაკის ბრალად ედებოდა 36 არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროვება, მისი კრიმინალური საქმიანობა ჯერ კიდევ 2011 წლიდან მოდის, როდესაც რამდენჯერმე დააკავეს, თუმცა, ციხეს თავს მუდმივად აღწევდა. პედოფილი უკვე 1 კვირაა თავისუფალია და შემდეგი პირობები აქვს:

1) არ უნდა ჩავიდეს და იცხოვროს კუნძულ კრეტაზე
2) უნდა გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში თვეში ორჯერ
3) არ უნდა ჰქონდეს არანაირი შეხება არასრულწლოვნებთან
4) უნდა იაროს ფსიქიატრთან თვეში ერთხელ.

რეთიმნოს ადვოკატთან ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის პირდაპირი საფრთხე საზოგადოებისთვის და ზოგადად, ეწინააღმდეგება იმ განცდას, რასაც სამართალი ჰქვია. მან ასევე აღნიშნა, რომ სირაგაკის საკუთარი ქმედებები არასოდეს უნანია.

onalem

ტესტ