fbpx
ეკონომიკა

პროგრამა “ჩემი სახლი” უნიკალური პირობებით – რა გვჭირდება ბანკიდან სესხის გამოსატანად?!

როგორც უკვე ცნობილია, 3 აპრილიდან ძალაში შევიდა პროგრამა “ჩემი სახლი”, რომელიც ათასობით ახალგაზრდას მისცემს საშუალებას, რომ შეიძინოს პირველი სახლი და აიღოს ამისთვის სესხი უნიკალური პირობებით.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს დაბალ ან ნულოცან საპროცენტო განაკვეთს, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე. პირველ ეტაპზე აღნიშნული სესხის აღებას შეძლებს 10.000 ბენეფიციარი და შემოსავლის ზღვარი, რომელიც ერთ-ერთი კრიტერიუმია თანხის მისაღებად, ფინანსთა სამინისტროს მიერ გაიზარდა, რათა გაიზარდოს თავად ბენეფიციართა რაოდენობა.

განცხადების გასაკეთებლად აუცილებელია თქვენი პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ოჯახური მდგომარეობის ცნობა, რომელიც გაცემულია არაუგვიანეს 1 თვით ადრე, განცხადების შევსებამდე და ბოლო წლის საშემოსავლო დეკლარაცია (ფოროლოგიკი დილოსი).

თანხის რაოდენობა, რომელიც ბანკისგან შეიძლება მოითხოვოთ, არ უნდა აჭარბებდეს 150.000 ევროს, ხოლო განაწილება შესაძლებელია მაქსიმუმ 30 წელზე. სესხი ფარავს ბინის ღირებულების 90%-ს, ხოლო დანარჩენი იფარება მყიდველის მიერ.

სესხის გამოტანის მსურველებს შეუძლიათ, რომ მიმართონ ბანკებს დეტალური ინფორმაციისთვის.

onalem

ტესტ