fbpx
კრიმინალი

კატო პატისია: 37 წლის მღვდელი დანაშაულს არ აღიარებს, 17 წლის გოგონას ჩვენებები კი, შოკისმომგვრელია

კატო პატისიაზე 37 წლის მოძღვრის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებამ საზოგადოება შეძრა. გუშინ ღამით უცნობი პირები საღებავებით დაესხნენ თავს ტაძარს, რომელშიც ის მსახურობდა.

ბერძნული მედია იუწყება, რომ სასულიერო პირი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ნათქვამი არცერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება.

მეორეს მხრივ, ვრცელდება 17 წლის გოგონას ჩვენება, რომლის ნაწყვეტსაც ქვემოთ გთავაზობთ:

“სიმართლე ისაა, რომ შიშისგან ყოველდღე ვტიროდი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მინდოდა, რამე მომემოქმედებინა, მაგრამ თან ძალიან მეშინოდა. მან იძალადა არა მხოლოდ ჩემს სხეულზე, არამედ ჩემს სულზეც.

პოლიციის ოფიცრები აღნიშნავენ, რომ მოზარდი გამუდმებით წყვეტდა საუბარს, რადგან სულ ტიროდა და ემოციები არ აძლევდნენ საშუალებას თავისუფლად ელაპარაკა.

ირკვევა, რომ ანაფორაში ჩაცმული მამაკაცი ბავშვის აღსარებას იყენებდა მის დასაშანტაჟებლად და გასაჩუმებლად, ხოლო როდესაც მასზე ძალადობდა, მეუღლეს ეუბნებოდა, რომ შვილებისთვის სათამაშოების შესაძენად იყო წასული.

“მე მჯერა ჩემი კლიენტის უდანაშაულობის, რადგან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და პორნოგრაფიული მასალა. არსებობს მხოლოდ ერთი ფოტო, რომელიც გოგონასთან, მისივე თანხმობით აქვს გადაღებული,” აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, ანდრეას თეოდოროპულო.

onalem

ტესტ