fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

მობილიზება 10 წლის გოგონას გადასარჩენად, რომელიც საკუთარმა მამამ გაიტაცა

ორგანიზაცია ”ბავშვის ღიმილი” ავრცელებს ინფორმაციას და დახმარებას ითხოვს, 10 წლის გოგონას მოსაძებნად, რომელიც საკუთარმა მამამ კომოტინიდან გაიტაცა. მამაკაცს ბავშვზე მეურვეობა არ აქვს.

მათი ინფორმაციით, 10 წლის ირინი 2017 წლის 3 სექტემბერს გაქრა.

გოგონა არის 1,30 მეტრი სიმაღლის, იწონის 29 კილოგრამს, აქვს ყავისფერი თმა და ყავისფერი თვალები.

იმ დღეს, როდესაც მამამ გაიტაცა, მას ეცვა ფერადი შარვალი, თეთრი მაისური შავი გულებით და იისფერი ქოშები.

როგორც ორგანიზაციიდან იტყობინებიან, აუცილებელია ბავშვის სწრაფად მოძებნა, რადგან მამას მისი წაყვანის უფლება არ ჰქონდა.

ყველას ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია, მოუწოდებენ დარეკონ ნომერზე 116000 ან მიაკითხონ ადგილობრივ პოლიციის განყოფილებას.

”ბავშვის ღიმილის” აქტივისტები, რომლებიც მზრუნველობამოკლებულ ან რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებზე ზრუნავენ, საბერძნეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გოგონას ფოტოებს ავრცელებენ. საქმეში ჩართულები არიან მედია საშუალებებიც.

onalem

ტესტ