fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

ბერძენმა პოლიციელებმა 6 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინეს, შემდეგ კი 5 წუთზე ნაკლებ დროში საავადმყოფოში გადაიყვანეს

თესალონიკის პოლიციის ოფიცრებმა გუშინ საღამოს 6 წლის ბიჭი დახრჩობისგან იხსნეს. შესაძლოა მათთვის ეს ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, პირველადი დახმარების აღმოჩენა კი, არც თუ ისე რთული, მაგრამ კონკრეტული ოჯახისთვის მათ დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

როგორც ირკვევა, დაახლოებით 18:00 საათისთვის სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკეს და განაცხადეს, რომ მცირეწლოვანი ბიჭი საჭმლით იხრჩობოდა, აღარ სუნთქვავდა და მისი მშობლები სრულ პანიკაში იყვნენ. ოფიცრები მაშინვე ადგილზე გაჩნდნენ, ბიჭს სასუნთქი გზები გაუთავისუფლეს, რომ ფულტვებს ჟანგბადი მისწოდებოდა. პოლიციელებმა ბიჭს სიცოცხლის ნიშნები დაუბრუნეს და შემდეგ უკვე სამედიცინო ბრიგადაც მივიდა ადგილზე.

გამომდინარე იქიდან, რომ გზებზე გადაადგილების თვალსაზრისით საკმაო ქაოსი იყო, ოფიცრებმა სასწრაფო დახმარების მანქანას ყველა გზა გაუთავისუფლეს და ბიჭი 5 წუთზე ნაკლებ დროში გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც უკვე მკურნალობენ და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ექიმებმა განაცხადეს, რომ არა პირველადი დახმარება, ბავშვისთვის საავადმყოფოში გადაყვანაც შეიძლებოდა უკვე გვიანი ყოფილიყო.

 

onalem

ტესტ