fbpx
საბერძნეთი

“პოლიტეხნიოს” კარი გაიხსნა – ათენის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლოა გართულდეს

დღეს ათენის “პოლიტეხნიოს” კარიბჭე გაიხსნა და ადამიანები პატივის მისაგებად დილიდანვე მიდიან. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტერიტორია ღია იქნება დღეს და ხვალ, 08:30 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო 17 ნოემბერს, 08:30 საათიდან 13:00 საათამდე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეიდან პარასკევის ჩათვლით ათენის ცენტრში მოძრაობა შედარებით გართულებული იქნება, ტრანსპორტი საგზაო პოლიციის მითითებების მიხედვით, განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს და საჭიროების შემთხვევაში შეცვლის მარშრუტებს.

შეგახსენებთ, რომ 15-დან 18 ნოემბრის ჩათვლით პოლიცია ათენის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში მუშაობს და განსაკუთრებული მობილიზება იქნება 17 ნოემბერს, როდესაც ქუჩებში 6.000-მდე ოფიცერი და დრონები გამოვლენ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

onalem

ტესტ