fbpx
საბერძნეთი

შაბათიდან კვლავ ამინდის გაუარესება – სად შეიძლება მოთოვოს ატიკის რეგიონში?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, შაბათიდან, 27 იანვრიდან ამინდი საგრძნობლად უარესდება. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ორშაბათიდან ატიკის რეგიონშიც კი, შესაძლოა თოვლი ვიხილოთ.

ამინდის გაუარესება მოსალოდნელია ძირითადად აღმოსავლეთ საბერძნეთსა და კუნძულოვან ნაწილზე და ფენომენი აქტიური იქნება ოთხშაბათის ჩათვლით. კლეარხოს მარუსაკი პროგნოზირებს, რომ თოვლს დიდი ალბათობით ვიხილავთ ატიკის დაბლობებზეც და არა მხოლოდ ჩრდილოეთ საბერძნეთში.

შაბათ-კვირას გაძლიერდება ჩრდილოეთის ქარიც, რაც ტემპერატურის ვარდნას გამოიწვევს, ხოლო თოვას ვარაუდობენ შემდეგ ტერიტორიებზე ატიკაში: დიონისო, პენდელი, თრაკომაკედონეს, მარუსი, ლიკოვრისი, ვრილისია, აგია პარასკევი, პეფკი, მელისია, კიფისია.

დაზუსტებულ პროგნოზს მომდევნო კვირასთან დაკავშირებით კიდევ გაავრცელებს ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური და სამოქალაქო დაცვის სამინისტრო.

onalem

ტესტ