fbpx
საბერძნეთი

ათენის ცენტრი გადაკეტილია – ავტობუსები და ტროლეიბუსები არ მოძრაობენ!

ამ წუთისთვის ათენის ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდულია. საჯარო ტრანსპორტი მოძრაობს განსხვავებული მარშრუტებით, ვინაიდან სინდაღმაზე სტუდენტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დაკეტილია ვასილისის სოფიას, ვასილისის ამალიას, პანეპისტიმიუ და ცხადია, ზოგადად, ათენის ცენტრი. შეკრებილია დაახლოებით 1.000-მდე სტუდენტი და აქციები იმართება არა მხოლოდ ათენში, არამედ სხვა ქალაქებშიც: თესალონიკში, ვოლოსში, ქსანთიში, კომოტინსა და რეთიმნოში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცენტრალურ გზებზე არ მოძრაობენ ავტობუსები და ტროლეიბუსები.

onalem

ტესტ