fbpx
საბერძნეთი

გარდაიცვალა 21 წლის რაფაელა, რომელიც 2020 წლიდან ებრძოდა სიმსივნეს და ბევრი ადამიანისთვის მაგალითი გახდა

გუშინ, 24 იანვარს გარდაიცვალა 21 წლის რაფაელა, რომელიც თითქმის მთელმა საბერძნეთმა გაიცნო, საკუთარი გამბედაობის გამო. გოგონა სამი წლის მანძილზე ებრძოდა სიმსივნეს და მიუხედავად ურთულესი პერიოდისა და წლებისა, იმდენად დიდი პოზიტივით იყო სავსე, რომ ბევრი ადამიანისთვის ბრძოლის მაგალითი გახდა.

რაფაელა გარდაიცვალა საკუთარი დაბადების თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე. 21 წლის გოგონას ექიმები იმედებს აძლევდნენ მას შემდეგ, რაც პირველი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ სამწუხაროდ 2021 წელს მეტასტაზები კიდევ განვითარდა და ჩაუტარდა მეორე ოპერაცია. რაფაელას ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერც ამან გააუმჯობესა და სამწუხაროდ, 2023 წელს კიდევ უფრო დამძიმდა.

რაფაელას იცნობდნენ სოციალური ქსელების საშუალებით, ბევრი ადამიანი ადევნებდა თვალს მის ბრძოლას და იგივე მდგომარეობაში მყოფებისთვის დიდი ძალის მიმცემი იყო. სამწუხაროდ, გოგონა სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.

onalem

ტესტ