fbpx
საბერძნეთი

ქალი IKA-ში მივიდა, რომ ეკითხა, რატომ არ ერიცხებოდა პენსია და უთხრეს, რომ 3 თვის გარდაცვლილი იყო

ბატონი ხარალამბოს მილონიდისი ბერძნულ მედიასთან დაუჯერებელი შემთხვევის შესახებ ჰყვება, რომელიც სოციალური დაცვის ეროვნული სამსახურის ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. როგორც ის ამბობს, მისი მეუღლე ΙΚΑ-ში მივიდა, რათა გაერკვია, რატომ აღარ ერიცხებოდა პენსია და თანამშრომელმა უპასუხა, რომ სამი თვის წინ იყო გარდაცვლილი.

“31 აგვისტოს ბანკომატთან მივედით, რათა პენსია აეღო. როგორც ვნახეთ, თანხა ჩარიცხული არ იყო. ჩემი მეუღლე დრამას ფილიალში მივიდა, რათა ეს საკითხი გაერკვია და თანამშრომელმა უპასუხა, რომ გარდაცვლილი იყო, თანაც სამი თვის წინ. შესაბამისად, უკან უნდა დაებრუნებინა ის სამი თვის პენსიაც, რაც მანამდე ჰქონდა აღებული, რადგან ითვლებოდა, რომ მისმა მემკვიდრეებმა უკანონოდ აიღეს თანხა. ვერანაირად ვერ შეთანხმდნენ და ჩემმა ცოლმა ტირილი დაიწყო,” აცხადებს მამაკაცი.

ანუ ΙΚΑ-ს თანამშრომელმა ქალს, რომელიც მის წინ იდგა, ეუბნებოდა, რომ გარდაცვლილი იყო, 3 თვის წინ და მისთვის საკმარისი არ იყო, რომ ამ ადამიანს საკუთარი თვალით ხედავდა და ხელში ეჭირა პირადობის მოწმობაც.

როგორც ირკვევა, მისმა მეუღლემ თესალონიკის მერიას მიმართა და უთხრეს, რომ რაღაც შეცდომა მოხდა თავად მერიიდან, თუმცა, ვერ ხვდება, თუ რა კავშირშია ეს ორი ტერიტორია ერთმანეთთან. მამაკაცი ამბობს, რომ თუ ეს ყველაფერი მალე არ გამოსწორდება, სარჩელს შეიტანს.

“დამპირდნენ, რომ რაიმეს მოიმოქმედებენ. თუ თვის ბოლოს პენსია არ ავიღე, სარჩელს აუცილებლად შევიტანთ. არასოდეს პასუხობენ ტელეფონზე, არავინ არასოდეს პასუხობს, რომ გვითხრან, რა ეტაპზეა ეს საქმე,” აცხადებს ქალბატონიც.

onalem

ტესტ