fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რამდენი დამლაგებელი ჰყავთ ცნობილ ბერძნებს და რამდენ ევროს უხდიან ისინი მათ?!

ბერძენი ვარსკვლავებისგან ექსკლუზიური ინფორმაცია Youweekly.gr-მა მოიპოვა. საკის რუვასმა, ელენი მენეღაკიმ, დესპინა ვანდიმ და ანა ვისიმ გაამხილეს, თუ რა ეროვნების ქალებს ამჯობინებენ სახლში დამხმარეებად და რამდენად გულუხვები არიან ხელფასის გადახდისას.

ელენი მენეღაკი ინტერვიუში ამბობს, რომ მას დამხმარე ბავშვებისთვის სჭირდება, ხოლო საკუთარ საჭიროებებს ნამდვილ “აბსურდს” უწოდებს. ბერძნული ტელევიზიის დედოფალს სახლში ფილიპინელი ქალბატონი ჰყავს, რომელსაც შვილებს ანდობს.

დესპინა ვანდის სახლში სამი ფილიპინელი დამხმარე ჰყავს. ერთი დალაგებისთვის, ერთი კერძების მოსამზადებლად და ერთიც თავისი შვილის, მელინასთვის. ის თითოეულ მათგანს გაწეული სამსახურისთვის ყოველთვიურად 1.500 ევროს უხდის.

საკის რუვას უდიდესი ნდობით აღჭურვილი პირიც ფილიპინელი ქალია, რომელსაც თვეში 1.000 ევროს უხდის და ის უმზადებს ყველაფერს, რაც ყოველდღიურად ძალიან სჭირდება. რუვა ყოველთვის აღნიშნავს, რამხელა პტივს სცემს საკუთარ დამლაგებელს.

ანა ვისი დამხმარე ფილიპინელ ქალს საკუთარ მარჯვენა ხელს უწოდებს, რომელსაც თვეშi 1.400 ევროს უხდის. მის მოვალეობებში სახლის დალაგება და კერძების მომზადება შედის, მაგრამ, როგორც ვისი ამბობს, სადაც არ უნდა წავიდეს სამოგზაუროდ, თუნდაც ლონდონში, ის ყოველთვის თან მიჰყავს და 100%-ით ენდობა.

onalem

ტესტ