fbpx
საბერძნეთი

რა ეღირება თესალონიკის მეტროს ბილეთი? მატარებლები მოძრაობას 2023 წლიდან დაიწყებენ

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის მეტროს სამშენებლო სამუშაოები სულ მალე დასრულდება და მოსახლეობას საბოლოო სახით 2023 წელს “ჩაბარდება”, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მისით სარგებლობაც. გაჩნდა კითხვა, რა ეღირება მეტროს ერთი ბილეთი?!

თანხის ოდენობა, რომელსაც მგზავრი თითოეულ ბილეთში გადაიხდის, ჯერჯერობით საბოლოოდ გაწერილი არ არის, თუმცა, წინასწარი ცნობებით, ის 1 ევრომდე იქნება. ამის შესახებ ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლიმ, კულტურის მინისტრთან, ლინა მენდონისთან ერთად, პილეაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

ამას გარდა, კარამანლიმ აღნიშნა, რომ დაგეგმილია ახალი პროექტის განხორციელებაც, რომ მეტრო გაფართოვდეს კალამარიამდე. ამ ყველაფრისთვის 450 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი უნდა გამოიყოს. მისი ვარაუდით, აღნიშნული სამუშაოები 2024 წლის ივნისისთვის დაიწყება.

თესალონიკის მეტრო “დიდი ხნის ნანატრი” პროექტია, რომელიც სულ მალე თესალონიკელებისთვის რეალობად იქცევა, სამშენებლო სამუშაოები ამ წუთისთვის 87%-ით დასრულებულია, წლის ბოლომდე კი, დარჩენილიც შესრულდება.

პირველ ეტაპზე მეტრო ყოველდღიურად 315.000-მდე ადამიანს მოემსახურება, რაც ქუჩებში მანქანების რაოდენობას ყოველდღიურად 60.000-ით შეამცირებს.

 

onalem

ტესტ