fbpx
საბერძნეთი

“თურქებმა მდინარეში ჩაგვყარეს და გვითხრეს, გაცურეთ საბერძნეთისკენ” – რას ჰყვება ემიგრანტი, რომელიც საბერძნეთში თავშესაფარს ითხოვს

ტელეკომპანია ΑΝΤ-თან საუბრობენ ემიგრანტები, რომლებიც კუნძულზე რამდენიმე დღის მანძილზე იყვნენ მომწყვდეულნი და ახლა საბერძნეთში თავშესაფარს ითხოვენ. ისინი აღწერენ, როგორ ექცეოდნენ თურქები და როგორ შეძლეს საბერძნეთში შემოღწევა.

“თავიდან თურქებმა მდინარის კიდემდე მიგვიყვანეს. იქ დაახლოებით 2 საათი ვიდექით, არ ვიცოდით, რა გველოდა, სად მივდიოდით. შემდეგ მოხუცები და ოჯახები გასაბერ ნავში ჩასვეს და ნავს აწვებოდნენ, რომ მეორე მხარის მიმართულებით წასულიყო, ხოლო მამაკაცები მდინარეში ჩაგვყარეს და გვითხრეს, გაცურეთ საბერძნეთამდე,” ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

მეორე მამაკაცის განმარტებით, პირველი მცდელობა, რომ საბერძნეთში ემიგრანტები გამოეგზავნათ თურქებს 14 ივლისს ჰქონდათ, თუმცა, არ გამოუვიდათ და შემდეგ 22 ივლისს გაიმეორეს. სწორედ მაშინ მიაღწიეს კუნძულს და რომელიღაც ადვოკატს დაუკავშირდნენ, რომელიც რჩევებს აძლევდათ. იქ დაახლოებით 10-12 დღე გაატარეს და იკვებებოდნენ ხეებზე არსებული ნაყოფით.

ემიგრანტები აცხადებენ, რომ კმაყოფილები არიან ევროსის ბანაკში ცხოვრებით და არ განიცდიან ბერძნების მხრიდან დისკრიმინაციას.

 

onalem

ტესტ