fbpx
საბერძნეთი

“მიწას ცეცხლმოკიდებული ბურთი უახლოვდებოდა, პანიკაში ჩავცვივდით” – თვითმხილველები Antonov-ის ვარდნაზე საუბრობენ

ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფას შეესწრო, მედიასთან საუბრობს. ქ-ნ სოფია, რომელიც სამი შვილის დედაა, ჰყვება, რომ ხედავდნენ, როგორ უახლოვდებოდა ხომალდი ცეცხლმოკიდებული ბურთივით მიწას, აფეთქებაც დაინახეს, მაგრამ ვინაიდან პარალელურად, ელექტრო ენერგიის მიწოდება შეწყდა, მეტი ვეღარაფერი გაარჩიეს.

“ყველაფერი ბევრად უარესად შეიძლებოდა ყოფილიყო,” ამბობს ის.

80 წლის მიხალის ემანუილიდი თავის აივანზე იჯდა, როდესაც ცეცხლი დაინახა და შემდეგ ძლიერი ხმაური გაიგო: “ცოტა უფრო ახლოს რომ ჩამოვარდნილიყო, ჩვენს სახლს დაეცემოდა, შოკისგან მთელი ღამე ვერ დავიძინეთ,” დასძენს ის.

ამ დროისთვის კონკრეტული ტერიტორია იზოლაციაშია მოქცეული და მუშაობენ კომპეტენტური სამსახურები.

onalem

ტესტ