fbpx
საბერძნეთი

ავიაკატასტროფა საბერძნეთში – კავალაში ჩამოვარდნილი ხომალდი უკრაინული Antonov-ია

კავალაში მომხდარმა ავიაკატასტროფამ საზოგადოება შეძრა. ვრცელება ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სადაურია ხომალდი, რა მიმართულებით მიფრინავდა და რამდენი ადამიანი შეიწირა მისმა ჩამოვარდნამ.

როგორც ირკვევა, საუბარია არა სერბულ, არამედ უკრაინულ Antonov-ზე, რომელიც ბანგლადეშის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან ვარდნის შედეგად ყველა გარდაიცვალა.

სატვირთო თვითმფრინავს 12 ტონა საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, ფრენისას ძრავას ცეცხლი გაუჩნდა და საბერძნეთში ავარიული დაშვების უფლება ითხოვა, რაც მიიღო კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოასწრო. ხომალდი ცეცხლში ჰაერშივე გაეხვა და საბოლოოდ კავალას აეროპორტიდან მოშორებით ჩამოვარდა.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური სამსახური, ვინაიდან საბრძოლო მასალები, რომლებიც ხომალდს გადაჰქონდა, შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, არ გამოირიცხება ახლოს მდებარე სოფლის ევაკუაციაც.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ