fbpx
საბერძნეთი

დღეს გრანდიოზული ფასდაკლებების ფარგლებში მაღაზიები ღიაა – ნახეთ გრაფიკი

საბერძნეთში უკვე 1 კვირაა, რაც გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს და აღნიშნულიდან გამომდინარე მაღაზიები განსაკუთრებული გრაფიკით მუშაობენ.

კერძოდ, კვირა დღეს, 17 ივლისს, მაღაზიები და სუპერმარკეტები ღია იქნება. მათი სამუშაო გრაფიკია 11:00 საათიდან 20:00 საათამდე.

სხვადასხვა მაღაზიებში ფასდაკლებები 30%-დან 50%-მდე იქნება მინიმუმ, ხოლო ზოგან 70%-საც კი მიაღწევს. .

ფასდაკლებები, ზოგადად, მოიცავს 11 ივლისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს და ამ თარიღს მოუთმენლად ელოდა როგორც მომხმარებელი, ასევე ბიზნესი, ამ დროისთვის არსებული კრიზისის ფონზე.

onalem

ტესტ