fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ახლა კი, ათენის ჯერი დადგა” – კალიანოსი თოვლის მოსვლასთან დაკავშირებით

ბერძენი სინოპტიკოსი, იანის კალიანოსი ამინდთან დაკავშირებით ახალ პროგნოზებს აკეთებს:

“როგორც რამდენიმე დღის წინ ვაცხადებდი, საბერძნეთის რეგიონებში მოსალოდნელი იყო ნალექი, თოვლის სახით და ეს პროგნოზები გამართლდა კიდეც. ახლა კი ათენის ჯერია, ხვალ, ორშაბათს, ატიკაში თოვლია მოსალოდნელი. 

აქამდე გამოთქმული ყველა ვარაუდი ამინდთან დაკავშირებით, გამართლდა, ახლა კი ვამბობ, რომ ხვალ ატიკაში მცირე რაოდენობით თოვლის მოსვლაა მოსალოდნელი. საქმე იმაშია, რომ შუადღის შემდეგ ითოვებს არა მხოლოდ მთიან ადგილებში, არამედ დაბლობებზეც კი. 

ამას გარდა, ხვალიდან ითოვებს ეპირუსში, პილიოში, სპორადესში, ვიოტიასა და ფთიოტიდაში. ასევე, კიკლადესის კუნძულებზე, კრეტასა და დოდეკანესის კუნძულებზე.

სამშაბათს ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემა და პტოლემაიდაში -19 გრადუსი დაფიქსირდება.”

onalem

ტესტ