fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენში ემიგრანტები ბადრი ლატარიას სიცოცხლის გადასარჩენად ერთიანდებიან

43 წლის ქართველი ემიგრანტის ბადრი ლატარიას დასახმარებლად ხვალ ათენში ქართველი ემიგრანტები თანხების შეგროვებას იწყებენ. ბადრი ლატარია უმძიმესი დიაგნოზით (ტვინში სისხლის ჩაქცევით) უკრაინაში ჟიტომირის ცენტრალურ საავადმყოფოში, ნეიროქირურგიული განყოფილების რეანიმაციულ ბლოკში კომაში მყოფი აპარატებზეა შეერთებული. ქართველ ემიგრანტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია , მაგრამ ისევ საჭიროებს კიდევ რამდენიმე გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რომელიც მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს  ოპერაცია კი თანხებთანაა დაკავშირებული, რომლის გადახდის საშუალება ოჯახს და კერძოდ მის ემიგრანტ დედას, რომელიც საბერძნეთში , ათენში  იმყოფება არ აქვს.

 ,,ქართველ ემიგრანტს ქალბატონ ციური სიორდია-ლატარიას, რომელიც უკვე თოთხმსეტი წელიწადია საბერძნეთშია მხარში უნდა დავიდგეთ ემიგრანტებო , რადგან თავად ის  ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი აქტიურობით და ემიგრანტების  თანადგომით  გაჭირვების დროს. დღეს თვითონაა უკიდურეს გაჭირვებაში და თხოვნით მოგვმართავს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ ემიგრანტს, ს რათა დავეხმაროთ და ჩვენ  დღეს მის გვერდით უნდა დავდგეთ” – მიმართავს საზოგადოებას ათენში მცხოვრები ია ჩაჩუა და ყველას მოუწოდებს  თუნდაც მცირედით გამოიჩინონ გულისხმიერება და გადაარჩინონ კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე. 

ბადრი ლატარიას გადასარჩენად და მისი ემიგრანტი დედის ქალბატონ ციური სიორდია-ლატარიას მხარდასაჭერად მობილური ჯგუფები უკვე შეიქმნა და ისინი 6 იანვარს ათენის ცენტრში , ომინიიაზე იქნებიან და მოაგროვებ  სამკურნალო თანხას 

  საქველმოქმედო მობილური ჯგუფი ია ჩაჩუა ხელმძღვანელობით , განთავსდება  ფულადი გზავნილების კომპანია ,,ვესტერნ იუნიონის” მიმდებარე ტერიტორიაზე.

ტელ : 699 85 78 610 

 საქველმოქმედო მობილური ჯგუფი ეკა მიმინოშვილი ხელმძღვანელობით , განთავსდება  ფულადი გზავნილების კომპანია ,,რიკო კრედიტის” მიმდებარე ტერიტორიაზე.

ტელ :6995584623

 საქველმოქმედო მობილური ჯგუფი ეთერ ჩანჩიბაძის ხელმძღვანელობით , განთავსდება  წმიდა კონსტანტინეს და ელენეს სახელობის ტაძრის წინ მდებარე სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ტელ: 699 774 29 57

ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ ყველა, ის ქველმოქმედი ემიგრანტი და შემომწირველი, ვინც ხვალ, ბადრი ლატარიას გადასარჩენად მიიღებთ აქციაში მონაწილეობას და თუნდაც მცირედით შეეწევით ემიგრანტ დედას შვილის გადასარჩენად ! 

onalem

ტესტ