fbpx
საზოგადოება

“ელფების ქალაქი” – საბერძნეთის ყველაზე დიდი საშობაო პარკი მნახველებს ელოდება (ფოტოები)

ტრიკალაში არსებული ყველაზე დიდი საშობაო პარკის მორთულობასა და დეკორაციებში ბოლო შტრიხების შეტანაღა დარჩა და იგი მზად იქნება ათობით ათასი მნახველის მისაღებად.

გახსნის ცერემონია პარასკევს, 30 ნოემბერსაა დაგეგმილი და ეს პარკისთვის მე-8 საიუბილეო წელი იქნება.

სანტა კლაუსის და ელფების სახლი, შოკოლადის ქარხანა და მრავალი სხვა დეკორაცია, რომელიც ამ წლისთვის მზადდება, საბოლოო ფაზას გადის. პარკი სტუმრებს 2019 წლის 6 იანვრამდე უმასპინძლებს.

პარკი, ყოველწლიურად, ათასობით მნახველს იზიდავს საბერძნეთის ყველა რეგიონიდან და შესაბამისად ქალაქის მთავრ ეკონომიკურ ფაქტორად ითვლება მოცემულ პერიოდში, რადგან მთელი ბაზრის სტიმულირებას ახდენს.

გასულ წელს პარკმა შემდეგი რეკორდები დაამყარა:

საგზაო მოძრაობის რეკორდი – 1,122,345

10 მილიონი ონლაინ-ვიზიტორი საშობაო პარკის ვებ-გვერდის პუბლიკაციებზე

1,712 ავტობუსმა განახორციელა ორგანიზებული ექსკურსია პარკში

27, 000 ბავშვი დასახელდა სანტა-კლაუსის “ოფიციალურ თანაშემწედ”

43,000 წერილი დაიწერა სანტა კლაუსის მისამართით

onalem

ტესტ