fbpx
საბერძნეთი

მამა ანტონიოს დედის სეიფში 57.000 ევრო იპოვეს – თანამოსარგებლედ დაფიქსირებულია მისი ძმაც

Κυβωτος του Κοσμου-ს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. როგორც ირკვევა, დღეს მოხდა მამა ანტონიოს დედის სახელზე არსებული სეიფის გახსნა ბანკში, სადაც 57.000 ევრო აღმოაჩინეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე სასულიერო პირის დედის საცხოვრებელ პირობებს უკიდურესად მძიმედ ახასიათებდნენ.

გამოძიების მასალების მიხედვით, ქალის სეიფში არსებული თანხის თანამოსარგებლედ დაფიქსირებული იყო ასევე მამა ანტონიოს ერთ-ერთი ძმა, რომელიც დაახლოებით 2,5 თვის წინ იმყოფებოდა ბანკში, მაგრამ უცნობია, გამოიტანა თუ არა რაიმე იქიდან.

ამავდროულად ჩხრეკა ჩატარდა მამა ანტონიოს დედის სახლშიც, თუმცა, დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. საგამოძიებო უწყება ცდილობს დაადგინოს, არსებობს თუ არა კიდევ სხვა სეიფები, რომლებიც შესაძლოა იმ ადამიანების სახელებზე იყოს დაფიქსირებული, რომლებიც ორგანიზაციასთან არიან კავშირში.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიღებული თანხები მილიონობით ევროს უდრის.

onalem

ტესტ