fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში საბოლოოდ დააკავეს ცნობილი თაღლითი ქალი, რომელიც სასტუმროებში რჩებოდა, მიირთმევდა და თანხის გადაუხდელად ქრებოდა

საზოგადეობისთვის ცნობილია თაღლითი ქალის შესახებ, რომელიც მთელი საბერძნეთის მასშტაბით წარმატებით ატყუებდა ბიზნეს დაწესებულებებს, განსაკუთრებით სასტუმროების პერსონალს, მდიდრულ ნომრებში რჩებოდა, მიირთმევდა, რასაც მოისურვებდა და შემდეგ იქიდან ისე ქრებოდა, რომ 1 ევროსაც არ იხდიდა.

როგორც ირკვევა, საუბარია სლოვაკელ ქალზე, მარია გელეტიცოვაზე და ის საბოლოოდ, საბერძნეთის პოლიციამ კორინთოში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავა. არსებული ცნობებით, მან ტაქსის მძღოლის მოტყუება სცადა, რომელმაც პოლიციას შეატყობინა და ქალი რამდენიმე ხანში დააკავეს, სასტუმროს მფლობელი კი, ზარალს გადაარჩინეს.

სლოვაკელი ქალბატონი თაღლითურ გეგმას დიდი ხნის მანძილზე ახორციელებდა და თავს ცნობილი ბრიტანელი ბიზნესმენის მეუღლედ ასაღებდა.

onalem

ტესტ