fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკი უინძორების სასახლეში ინგლისის მეფეს, ჩარლზს შეხვდა

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, ინგლისის მეფეს, ჩარლზს შეხვდა. ოფიციალური პირების შეხვედრა უინძორების სასახლეში გაიმართა და დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა. ეს არის ადგილი, სადაც ჩარლზი კონკრეტულ პირებს ხვდება პირადად და როგორც მედია იუწყება, შეხვედრამ თბილ, სტუმართმოყვარე გარემოში ჩაიარა.

ტექნიკურად, აღნიშნული შეხვედრა იყო პროტოკოლის დარღვევა, რადგან ბატონი მიცოტაკი არ არის ჩარლზის კოლეგა, რომელსაც ზუსტად იგივე პოზიცია უკავია, თანამდებობრივად, თუმცა, ეს ორი პირი განსაკუთრებით დაახლოვდა ბოლო ბოლო წლებში, მიცოტაკის მხრიდან გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღების გამო, Dumfries House-ის მიმართ.

როგორც ირკვევა, ინგლისის მეფისა და საბერძნეთის პრემიერის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გარემოს დაცვაც იყო. მიცოტაკის თან ახლდა მეუღლეც, მარევა მიცოტაკი.

onalem

ტესტ