fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ზაფხული გრძელდება – 2023 წლის პირველი კვირა 19-20 გრადუსით

საბერძნეთში ზამთარს თავისი “კბილები” ჯერ არ გამოუჩენია და როგორც ჩანს, არც აპირებს მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე. 2023 წლის პირველი დღე ზოგიერთმა ათენელმა ზღვის სანაპიროზე გაატარა.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, მიმდინარე კვირაში ტემპერატურის რადიკალური ვარდნა მოსალოდნელი არ არის და ზაფხული კვლავ გაგრძელდება. ჰაერის ტემპერატურა 19-20 გრადუსი იქნება და მხოლოდ რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდება მცირე ღრუბლიანობა.

დღეს ჩრდილოეთით ჰაერი 14-დან 16 გრადუსამდე გათბება, დანარჩენ რეგიონებში კი 17-19 გრადუსი იქნება.

ატიკის რეგიონში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, ჰაერი 7-დან 18 გრადუსამდე გათბება, რაც შეეხება თესალონიკს, დაფიქსირდება 5-დან 15 გრადუსამდე.

3 იანვარსაც ამინდი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება და ჰაერი 16 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ