fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“თურქული თვითმფრინავები ჩემს ვერტმფრენს “თავს დაესხნენ” – ალექსის ციპრა

საბერძნეთის პრემიერი, ალექსის ციპრასი იუწყება, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მსვლელობისას თურქული საბრძოლო თვითმფრინავები საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შემოიჭრნენ და მისი ვერტმფრენი “შეაწუხეს”.

პრემიერის ვერტმფრენი იძულებული გახდა მანევრები შედარებით დაბლა განეხორციელებინა, რადგან დიდ სიმაღლეზე, თურქული ხომალდების პროვოკაციული ქმედებების გამო, ფრენა ვერ შეძლო.

გარდა ამისა, ციპრასი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თურქეთის სულელური ნაბიჯები არანაირი მნიშვნელობის მატარებელი არ არის.

თავის მხრივ, თურქეთი ბრალდებებს უარყოფს და როგორც პრესა იუწყება, ადგილი არ ჰქონია არანაირ პროვოკაციას, საბრძოლო ხომალდები კი თავიანთ ჩვეულ მისიას ასრულებდნენ.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები, ეგეოსის საზღვაო ტერიტორიების გამო, უკვე დიდი ხანია დაძაბულია. თუმცა, ალექსის ციპრა ამ ყველაფრის დასტაბილურებას ცდილობს, რის გამოც, ის ბოლო დროს თურქეთს ეწვია.

რაც შეეხება რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ის საბერძნეთში 2017 წელს ჩამოვიდა და ბოლო 65 წლის მანძილზე პირველი თურქი პრეზიდენტი იყო, რომელიც ქვეყანას ეწვია.

 

onalem

ტესტ