fbpx
საბერძნეთი

სექტემბრის პირველ რიცხვებამდე მაღალი ტემპერატურა და 7 ბალამდე ქარი საბერძნეთში – საკის არნაუტოღლუს პროგნოზი

სინოპტიკოსი, საკის არნაუტოღლუ პროგნოზირებს ამინდს, რომელიც სექტემბრის პირველ რიცხვებამდე საბერძნეთში გვექნება და როგორც ჩანს, ზაფხული ჯერჯერობით არ დაგვტოვებს. აგვისტო მაღალი ტემპერატურით იწურება, პარალელურად კი, ფიქსირდება საკმაოდ ძლიერი ქარი, რაც ხანძრების გავრცელებას უწყობს ხელს – ქვეყანაში მშრალი და ქარიანი დღეებია, რაც ცალკეულად კრიტიკულ ვითარებას ქმნის.

პროგნოზების ანალიზის შედეგად ვასკვნით, რომ საბერძნეთში სეზონთან შედარებით უფრო მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება და აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება 7 სექტემბრამდე მაინც. რაც შეეხება ქარის ძალას, 2 სექტემბრიდან ბუფორტის სკალით 6-7 ბალს მიაღწევს. ქარი განსაკუთრებით ძლიერი იქნება ეგეოსის ზღვაში, აღმოსავლეთ კრეტასა და დოდეკანესის კუნძულებზე.

ხვალ, 29 აგვისტოს, ქვეყნის ჩრდილოეთით მოსალოდნელია ინტენსიური ღრუბლიანობა და პერიოდული წვიმა, რომელიც საკმაოდ ხანმოკლე იქნება. დასავლეთით ნავარაუდევია შედარებით დაბალი ტემპერატურა, ცენტრალურ საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 34-დან 37 გრადუსამდე იმერყევებს, აღმოსავლეთით 38 გრადუსამდე აიწევს, ხოლო კუნძულებზე 32-დან 34 გრადუსამდე დაფიქსირდება.

onalem

ტესტ