fbpx
საბერძნეთი

უკვე მეათე დღეა, რაც ევროსი იწვის – მუდმივი ბრძოლა ხანძრის კერებთან, რომლებიც უფრო და უფრო ღვივდება

ევროსის ტერიტორიაზე, ხანძრებიდან გამომდინარე, მდგომარეობა ყველაზე კრიტიკულია. უკვე მეათე დღეა ეს ტერიტორია იწვის და მეხანძრეები სრული დატვირთვით მუშაობენ, მათ არაადამიანური ძალისხმევის გამოჩენა უწევთ იმისთვის, რომ ხანძრის ახალ-ახალ კერებს გაუმკლავდნენ.

სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი პირადად იმყოფებოდა ევროსის ტერიტორიაზე და იქაურობა ვერტმფრენით დაათვალიერა. მისთვის ცხადი გახდა, თუ რა კატასტროფულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, განაცხადა, რომ გარდა იმ ბრიგადების, რომლებიც უკვე თავდაუზოგავად მუშაობენ ადგილზე, სახანძრო სამსახური კიდევ უფრო გაძლიერდება.

ევროსის გარდა ხანძრის დიდი და რთული კერა ფიქსირდება როდოპშიც, ხოლო მხოლოდ ევროსში მუშაობს 474 მეხანძრე/მაშველი.

სახანძრო სამსახური მოსახლეობისგან თანამშრომლობას ითხოვს – ადამიანები მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.

 

onalem

ტესტ