fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მოხუცმა ქალმა 8 წლის ბიჭი ქუჩაში მარტო იპოვა და უსაფრთხოებისთვის სახლში წაიყვანა – დააკავეს მისი დედა და და

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ტირნავოსში მოხდა, სადაც მოხუცმა ქალბატონმა ქუჩაში სრულიად მარტო მყოფი 8 წლის ბიჭი იპოვა. ქალისთვის აშკარა იყო, რომ ბავშვი უბრალოდ დაიკარგა და მშობლების ყურადღების მიღმა დარჩა. მოხუცმა გადაწყვიტა, რომ ბიჭი ნებისმიერი უბედური შემთხვევისგან ეხსნა და სახლში წაეყვანა, საიდანაც პოლიციას დაუკავშირდა.

ქალის სახლში ოფიცრები მობილიზდნენ, გაირკვა, რომ ბავშვს არავინ ეძებდა. შესაბამისად, არასრულწლოვანი ადგილობროვ სამმართველოში გადაიყვანეს, საიდანაც მისი მშობლების ძებნა დაიწყეს. გამოძიების მიხედვით, ბავშვის დედა 56 წლის ქალია, რომელიც მუდმივად მუშაობს და მცირეწლოვანს მის უფროს, 24 წლის ქალიშვილს უტოვებდა ხოლმე. იმ დღეს, ჩანს, რომ გოგონა სახლიდან გავიდა და ძმა მარტო დატოვა, რის შედეგადაც ბავშვმა გარეთ გასვლა გადაწყვიტა.

8 წლის ბიჭის დედაც და დაც დააკავეს და ლარისას განყოფილებაში გადაიყვანეს, მათ არასრულწლოვნის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ედებათ ბრალად.

onalem

ტესტ