fbpx
საბერძნეთი

სროლა აბელოკიპზე: დაჭრილია ბერძენი 20 წლის გოგო და ალბანელი 32 წლის მამაკაცი

გავრცელებული ინფორმაციით, სროლა გუშინ ღამით აბელოკიპზე, პანორმუს ქუჩაზე მოხდა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს მამაკაცს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა და შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს ბერძენი 20 წლის გოგო და ასევე, ალბანელი 32 წლის მამაკაცი.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით და მოწმდება კამერები, რომლებიც პოლიცია დამნაშავის კვალის მიგნებაში დაეხმარება. შემთხვევის ადგილზე არ არის ნაპოვნი არც ტყვიები და არც იარაღის რაიმე ნაწილი.

ცნობილია, რომ სროლა მოჰყვა კამათს და ათენის მე-16 უმაღლეს სკოლასთან ერთმა პირმა ცეცხლი გახსნა. რაც შეეხებათ დაშავებულებს, 20 წლის ბერძენი ამბობს, რომ უბრალოდ ქუჩაში მიდიოდა, როცა ტყვია მოხვდა, ხოლო მეორე დაჭრილს, 32 წლის ალბანელს, არ იცნობს.

პოლიციისთვის ცნობილია იმ პირის ვინაობა, ვინც ცეცხლი გახსნა, რადგან მას კრიმინალური წარსული აქვს. გამოძიება განიხილავს შესაძლებლობას, რომ მისი სამიზნე იყო ალბანელი 32 წლის მამაკაცი, რომელიც დაჭრა კიდეც, ხოლო ბერძენი 20 წლის გოგონა შესაძლოა შემთხვევით დაიჭრა.

 

onalem

ტესტ