fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მკვლელობისთვის ძებნილმა მამაკაცმა საკუთარი 20 თვის შვილის გატაცება სცადა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კარდიცაში მოხდა, სადაც 41 წლის მამაკაცმა საკუთარი ვაჟის გატაცება სცადა. მამაკაცი ძებნაში იყო მკვლელობისთვის და როგორც მისი ყოფილი მეუღლე საჩივარში იუწყება, შუაღამით მამაკაცმა მათი უმცროსი შვილის გატაცება სცადა, რომელიც 20 თვისაა.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცმა ბავშვი სახლიდან წაიყვანა, თუმცა, არ ჰყოლია მანქანა და როგორც ჩანს, ფეხით გარბოდა. როდესაც ბიჭის დედამ პოლიციას შეატყობინა და მისი ძებნის ოპერაცია დაიწყო, ის დაახლოებით 02:30 საათზე იპოვეს. მამაკაცმა ბავშვი ტროტუარზე მიატოვა და უკვალოდ გაქრა.

ბავშვი ოფიცრებმა დედას დაუბრუნეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მამაკაცის ძებნა კი, კვლავ გრძელდება, ახლა უკვე ორი ბრალდებით: განზრახ მკვლელობა და ბავშვის გატაცების მცელობა.

მედია იუწყება, რომ ოჯახი ბოშური წარმოშობისაა და ყოფილ-ცოლ ქმარს სულ 6 შვილი ჰყავს.

onalem

ტესტ