fbpx
საბერძნეთი

დაბლოკილი ატიკა დღეს დილის 06:00 საათიდან – ყველაფერი, რაც დღეიდან არის ძალაში

დღეს დილის 06:00 საათიდან ატიკის რეგიონში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ ისევ ყველაფერი დაიკეტა და შაბათ-კვირას გადაადგილება იკრძალება 18:00 საათიდან. ზომები, რომლებიც მთავრობამ მიიღო, ძალაშია 28 თებერვლამდე, თუკი, რა თქმა უნდა, არ მოხდა მათი კიდევ გაგრძელება.

ნახეთ ყველაფერი, რაც მოქმედებს დღევანდელი დღიდან.

დაკეტილი იქნება:

  • მაღაზიები
  • სილამაზის სალონები
  • ყველა საფეხურის სკოლა
  • ეკლესიები
  • ესთეტიკური ცენტრები
  • ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სალონები
  • საბავშვო ბაღები.

ღია იქნება:

  • სუპერმარკეტები
  • სპეციალური სკოლები
  • აფთიაქები
  • სურსათის მაღაზიები
  • კიოსკები.

აკრძალულია:

გადაადგილება მუნიციპალიტეტიდან მუნიციპალიტეტში. თუმცა, დაიშვება გამონაკლისები:

  • სტუდენტებისთვის, რომლებმაც იქირავეს ბინები საკუთარ უნივერსიტეტთან ახლოს ანუ იმ მუნიციპალიტეტში, სადაც სწავლობენ და სურთ საცხოვრებლად იქ გადასვლა. (აღნიშნულს უნდა ადასტურებდნენ ოფიციალურად).
  • ჯანმთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
  • იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან სხვა მუნიციპალიტეტების მიმართულებით, სერიოზული სოციალური ცერემონიის გამო.
  • განქორწინებული მშობლებისთვის, რომლებიც მიდიან სხვა მუნიციპალიტეტში, შვილების მოსანახულებლად.

გადაადგილება დაიშვება დღის მანძილზე მხოლოდ 6 მიზეზით, SMS-ის გაგზავნით 13033-ზე.

კვირის დღეებში გადაადგილება აკრძალულია 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 18:00 საათიდან 05:00 საათამდე, გამონაკლისები დაიშვება სამსახურეობრივი მიზეზით, ჯანმრთელობის მიზეზით, შინაური ცხოველის გასეირნების მიზნით გადაადგილების შემთხვევებში.

onalem

ტესტ