fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მხოლოდ ერთ თვეში 163.000 ევრო – რამდენად გულუხვია ტელეკომპანია Αlpha TV მენეღაკისთვის?!

ვიდრე საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 650 ევრომდე გაიზრდებოდა, ექსკლუზიური ინფორმაციით, ტელეკომპანია Alpha TV-ზე საშუალო ხელფასი 586 ევრო იყო. თუმცა, ცხადია, ეს ყველა თანამშრომელზე არ ვრცელდება.

ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის ექსკლუზიური ინფორმაციით, იქ მომუშავეთა ხელფასები სხვადასხვაგვარად განისაზღვრება.

ელენი მენეღაკის გადაცემა 136.000 ევრო ღირს, რაც ნიშნავს, რომ წელიწადში მისი შემოსავალი მხოლოდ აღნიშნული სფეროდან 1.5 მილიონი ევროა.

თავად ტელეკომპანია Alpha TV მას გადაცემაში 75.000 ევროს უხდის, 50.000 ევროს კი სპონსორები იხდიან. გარდა ამისა, “წვრილ-წვრილი” ბონუსებით, რომელიც მენეღაკის ერიცხება, გადაცემის ეთერში გასვლის ღირებულება თვეში 136.000 ევრომდე ადის.

ცხადია, ამ თანხაში არ შედის თვიური გაწერილი ხელფასი, რომელსაც ელენი ცალკე იღებს.

onalem

ტესტ