fbpx
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი “მიდია” საბერძნეთს უახლოვდება – ყინვა და თოვლი ატიკასა და თესალონიკში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე საათში საბერძნეთში კლიმატური ფენომენი “მიდია” გააქტიურდება, რაც ქვეყანაში ყინვასა და თოვლს გამოიწვევს.

მეტეოროლოგ კლეარხოს მარუსაკის პროგნოზით, ამ ფენომენს ახასიათებს ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, უხვი ნალექი, თოვლის სახით, დიდ ქალაქებსა და კუნძულებზეც კი.

მისი თქმით, ცუდი ამინდი დაახლოებით 1 კვირის მანძილზე შენარჩუნდება და ატიკასა და ევიაში მოთოვს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თოვლი მოსალოდნელია კვირა დღეს. სინოპტიკოსი აცხადებს, რომ 14 თებერვალს ატიკის რეგიონი მთლიანად დაიფარება თოვლით.

ირკვევა, რომ დასავლეთ მაკედონიაში -15 და -18 გრადუსიც კი დაფიქსირდება.

onalem

ტესტ