fbpx
ეკონომიკასაბერძნეთისაზოგადოება

რატომ გაძვირდა სახლის ქირაობა და ყიდვა საბერძნეთში?

შეამჩნევდით, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე საბერძნეთის ქალაქებში უძრავი ქონების ქირაობა ან ყიდვა გაძვირდა. თუმცა, ეს იმიტომ არ ხდება, რომ საბერძნეთის ბიუჯეტი გაიზარდა და ხელფასებმა აიწია.

ბოლო წლებში, საბერძნეთში შემოვიდა ელექტრონული პლატფორმა, სახელად airbnb, რომლის მეშვეობითაც, უძრავი ქონების მესაკუთრეს აქვს უფლება გააქირაოს თავისი კუთვნილი ფართი ტურისტზე ონლაინ რეჟიმში. ანუ, ფაქტობრივად, გამქირავებლები თავიანთ სახლებს ფოტოებს უღებენ, ადებენ დღიურ ფასს და ტვირთავენ airbnb-ზე, სადაც შემდეგ პოტენციური ტურისტი შედის და ქირაობს.

აღნიშნული მეთოდით ტურისტებს დღე-ღამე სასტუმროებთან შედარებით ბევრად იაფი უჯდებათ.

მაგალითად, ადრე თუ კიფსელზე 70-80 კვ.მ. სახლს 200-250 ევროში (თვიურად) იქირავებდით, ხოლო 30.000-50.000 ევროში შესაძენად იშოვიდით, დღეს, ამავე სახლების ქირის ფასი 350-400 ევროა, შესაძენად კი 70-80.0000 ევრო.

აქ იკვეთება მთავარი პრობლემა, რომ დაბალ სოციალურ ფენას, რომელიც ხელფასის სახით 700-800 ევროს იღებს, ცხადია, არ აქვს შესაძლებლობა, რომ ეს სახლები იქირაოს.

საბერძნეთის მთავრობა კი ამ პერიოდში მუშაობს კანონპროექტზე, რის მიხედვითაც, ადამიანს რომელსაც აქვს სახლი, შეეძლება გააქირაოს ტურისტებზე მაქსიმუმ 90 კალენდარული დღით. ხოლო, თუ ერთ პირს 2 სახლზე მეტის გაქირავება უნდა, შეეძლება გააქირაოს მხოლოდ 2 სახლი (90 დღით).

როდესაც ეს კანონპროექტი დამტკიცდება, უძრავი ქონების გაქირავების და შეძენის ფასებიც დავარდება.

onalem

ტესტ