fbpx
საბერძნეთი

სუპერმარკეტების ახალი სამუშაო გრაფიკი საბერძნეთში – ნახეთ საათები

სააღდგომო პერიოდში სუპერმარკეტები, მაღაზიების მსგავსად, განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებენ. გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილებაზე აკრძალვის საათები შეიცვალა, იზრდება მათი მუშაობის დროც.

კერძოდ, დღეიდან, 26 აპრილიდან, ხუთშაბათის, 29 აპრილის ჩათვლით, სუპერმარკეტები ღია იქნება დილის 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.

წითელ პარასკევს ისინი ღია იქნება 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

დიდ შაბათს იმუშავებენ დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

2, 3 და 4 მაისს სუპერმარკეტები დაკეტილი იქნება.

დღეიდან გადაადგილებაზე აკრძალვა მოქმედებს 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

onalem

ტესტ