fbpx
საბერძნეთი

“ბავშვებს საწვავი კატამ გადაასხა” – როგორ სცადა 37 წლის ქალმა პასუხისმგებლობის თავიდან არიდება

როგორც უკვე ცნობილია, ვირონაზე 37 წლის ქალმა ოთხ არასრულწლოვანს აივნიდან საწვავი გადაასხა. აქედან ორი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ მსუბუქი ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ.

მედიის ცნობით, ქალი პროკურორის ბრძანებით გათავისუფლებულია, ვიდრე გამოძიება დასრულდება.

წარმოუდგენელია, მაგრამ ბრალდებულმა განაცხადა, რომ საწვავი ბავშვებს არა თავად, არამედ მისმა კატამ შემთხვევით გადაასხა, როდესაც აივანზე იმყოფებოდა.

ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქალი ცრუობდა და მას კატა საერთოდ არ ჰყავს.

საქმე მის წინააღმდეგ, სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით არის აღძრული.

 

onalem

ტესტ