fbpx
საბერძნეთი

კრეტელმა მწარმოებლებმა ზეთისხილის ხეებზე ნაყოფის მსგავსი GPS დააყენეს, რათა ქურდობისგან დაიცვან

ბერძნული მედია საინტერესო გადაწყვეტილების შესახებ იუწყება, რომელიც კრეტელმა მწარმოებლებმა საკუთარი მოსავლის დაცვის მიზნით მიიღეს. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ზეთისხილის ხეები ატარებენ GPS ანუ სპეციალურ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დადგინდეს ადგილმდებარეობა, თუმცა, ეს არ არის ჩვეულებრივი მოწყობილობა.

კრეტელებმა გადაწყვიტეს, რომ ზეთისხილის პლანტაციებში ხეებზე დააყენონ GPS, რომელსაც აქვს თავად ზეთისხილის ნაყოფის ფორმა, ფაქტობრივად, შეუძლებელია მისი შემჩნევა და გარჩევა რეალური ნაყოფისგან. ამ გზით ისინი უზრუნველყოფენ ქურდობისგან დაცვას.

როგორც სასოფლო-სამეურნეო ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, ეს პრაქტიკა ესპანეთში წარმატებით განხორციელდა 2019 წელს და კრეტაზეც თავდაპირველად სატესტო რეჟიმში მუშაობდა, თუმცა, ვინაიდან წარმატება აქაც აჩვენა, ახლა უკვე იგეგმება მისი მუდმივად გამოყენება.

ნახეთ როგორ გამოიყურება მოწყობილობა:

onalem

ტესტ